logo
ENG



საკონდიტრო დონა, ბათუმში მოგზაურობა, ქორწილი - 45 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროები

08 სექ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
ccem4hvqhq3tmyc.jpeg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. ახალი შემთხვევებიდან 3 ინფიცირებული დონას კლასტერია, 19 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 ავერსის კლინიკის სამედიცინო პერსონალი, 4 კი შემოტანილი შემთხვევა. ეზუგბაიას თქმით, სამ ახალ შემთხვევაზე წყაროებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს. 

"45 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 3 არის დონას კლასტერი, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი ავერსის კლინიკიდან, 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გახლავთ. 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და სამზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენისა და კონტაქტების გამოვლენის თვალსაზრისით.

ამ 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. ამ 45-ში 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს და ეს 5 ჯგუფური გახლავთ, თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან",-აცხადებს ეზუგბაია.

დღეს, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 45 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.  


close დახურვა