logo
ENG



ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის დაკავებაზე: მისი მხრიდან მუქარები რეალური იყო

11 სექ 202012:29
3 წუთის საკითხავი
clock 985

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე ფორულასთან საუბარში აცხადებს, რომ საქმის ბრალდებულის მამის, თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარა რეალური იყო და ამაზე თავად მიმართა შსს-ს.

"მივმართე სამინისტროს ამაზე. ორთვენახევარი ვაცდიდი, იქნებ ცოტა გონს მოგებულიყო. იმდენად გაართულა ყველაფერი, რომ ანგარიშგასაწევი გახდა მისი ქმედებები, გიორგის ოჯახმაც დამიდასტურა, რომ უკვე მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ახდენდნენ. [გურამ] ამირხანაშვილსაც, [იაკობ] ბრეგვაძესაც ემუქრებოდა", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს. შსს საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


close დახურვა