ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის, აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.
პარტიის ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.
ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასუტრდა. ის და მისი ცოლი, ჟურნალისტი ვიკა ბუკია რამდენიმე დღეა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.