23 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, 69-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
NCDC-ის ინფორმაციით, 23 სექტემბრისთვის დღიურად ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობაა 8 244. ჯამში ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 571 486.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 255 სულ მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია.