logo
ENG



დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურამ არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა

29 სექ 202020:31
3 წუთის საკითხავი
clock 1294
5bywoh3zq3ayjj3.jpg

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტის თქმით, ის დავით გარეჯში ცხოვრობს და მრავალი წელია საუბრობს ამ თემაზე.

"დავით-გარეჯზე იყო... ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარიც დავით გარეჯს ეხებოდა. ამდენი წელი ვლაპარაკობ ამ საკითხზე და ჩემგან უთქმელი არ დარჩენილი", - განაცხადა არქიმანდრიტმა. 

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, არქიმანდრიტმა დაადასტურა, რომ საუბარი ახალ რუკებსაც ეხებოდა.

დღეს, 29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.


close დახურვა