საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 326-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 796 ადამიანი, 1 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში დღემდე COVID-19 6 192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 3120 განიკურნა, ხოლო 37 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 445 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1000 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
NCDC-ს ცნობით, გუშინ, 29 სექტემბერს, ქვეყანაში 8 352 PCR ტესტი ჩატარდა.