logo
ENG



ქუთაისში, მერიის მიერ მე-6 მცდელობის შემდეგ აღმართული დროშა ქარმა დააზიანა და ჩამოხსნეს

01 ოქტ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 
dlt063ti4hhf3cw.jpg

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მერიის მიერ აღმართული დროშა ქარმა დააზიანა და ჩამოხსნეს. ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას მერია 2 წელიწადზე მეტ ხანს ცდილობდა, თუმცა ამას ყველა ჯერზე სხვადასხვა გარემოება უშლიდა ხელს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს იყო ტენდერების ჩაშლა თუ ნიადაგის შეუსაბამობა. დროშის აღმართვა ხუთჯერ ჩაიშალა. საბოლოოდ ის მე-6 ცდაზე, 12 აგვისტოს აღმართეს.

როგორც ფორმულას ქუთაისის მერიაში განუცხადეს, დროშა გამოიცვლება და ნიკეას ქუჩაზე სახელმწიფო სიმბოლიკის ახალ ნაჭერს დაკიდებენ.

"დროშა დაზიანებული იყო, ჩამოხსნეს და ახალი უნდა დაკიდონ. რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი, რომ შესაბამისი კომპანია შემოსულიყო, ვინც სამუშაოების შესრულებას შეძლებდა. რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ ჩავარდა. ბოლოს შესაბამისმა კომპანიამ გაიმარჯვა და აღიმართა დროშას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. გამოიცვლება და ჩვეულებრივ, ახალი ნაჭერი დაიკიდება", - აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის მერიას სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა 49 959 ლარი დაუჯდა. დგარის მოწყობის სამუშაოები შპს "ნიუ იბერიამ" შეასრულა.

 


close დახურვა