logo
ENG



ბოლნისში პოლიციელებმა ენმ-ის წევრის, არიფ იუსუფოვის "დაკითხვაზე გადაყვანა" სცადეს

03 ოქტ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 
v8f7rl7x8322v64.png

ბოლნისის სოფელ ნახიდურში ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, არიფ იუსუფოვის პოლიციაში გადაყვანა სცადეს. 

იუსუფოვის თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მის დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა, მან უარი თქვა, პოლიციაში ადვოკატის გარეშე წასულიყო. 

იუსუფოვის გადაყვანას ხელი შეუშალეს მისი ოჯახის წევრმა ქალებმაც. 

საქმე, როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ინციდენტს ეხება - დაახლოებით 1 კვირის წინ ჩაიხანაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი და არიფ იუსუფოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ძალადობასა და თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, იუსუფოვს ჩაიხანაში გოგი მეშველიანის ძმამ სახეში ფეხი დაარტყა.  

"საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ბანდიტი გოგი მეშველიანის დავალებითა და მისი ბანდიტი ძმის დავალებით, პოლიცია დღისით უვარდება ადამიანს სახლში, რომელსაც ერთი კვირის წინ ამ ბანდიტებმა სცემეს. ადვოკატმა დარეკა გამომძიებელთან. ამომძიებელმა უთხრა ადვოკატს, მე არაფერი არ ვიცი, შაბათი დღეა და ვისვენებო". - თქვა შაშკინმა. 

ახლა იუსუფოვის სახლის ეზოში მისი თანაპარტიელები და მეგობრები არიან შეკრებილები. მათი თქმით, აქ დარჩებიან მანამ, სანამ არის საფრთხე, პოლიციელები იუსუფოვთან დაბრუნდნენ. 


close დახურვა