"დაგვიბრუნეთ სამუშაო ადგილები" - ამ მოთხოვნით ბათუმის მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აქციით აპროტესტებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიამ მათ მძიმე პრობლემები შეუქმნა.
შეკრებილები აჭარის მთავრობის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა სესხებზე შეღავათების დაწესება, ვადის გაგრძელება და კომპენსაციის თანხის გაზრდა.
"დავკარგეთ სამსახურები. ის კომპენსაცია, რომელიც სახელმწიფომ გამოყო, 200 ლარიანი, უმეტესობამ ვერ აიღო, იმიტომ, რომ ბანკის ვალები აქვთ. ტრანსპორტს და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ვითხოვთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თუ აჭარის მთავრობა აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო, ხელისუფლებამ ბათუმში შეზღუდვები დააწესა. 25 სექტემბრიდან, აჭარაში მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, ხოლო 26 სექტემბრიდან შეჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. შეზღუდუდულია რესტორნების მუშაობაც. დაკეტილია სხვადასხვა გასართობი ობიექტი.