logo
ENG



ზავის მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებენ

11 ოქტ 202018:15
3 წუთის საკითხავი
clock 1047
oamupg5whgfsnx4.jpeg

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მხრიდან ქალაქების დაბომბვას იუწყებიან. 

აზერბაიჯანმა სომხეთი ღამით დიდ ქალაქებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და მიუთითა, რომ ამ ქვეყანამ დაარღვია მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 

აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებამ თქვეს, რომ სომხეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ქალაქ განჯაში 9 მოქალაქე დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. აზერბაიჯანისვე ცნობით, სომხებმა დაბომბეს ქალაქი მინგაჩევირი.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა უარყვეს განჯაზე თავდასხმა და თქვეს, რომ ისინი იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მათივე განცხადებით, ღამის განმავლობაში აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს სტეპანაკერტზე, არწახის რესპუბლიკის მთავარ ქალაქზე, ასევე, ზავის დარღვევა შეეხო სხვა სოფლებსაც. 

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. 10 ოქტომბბერს მოსკოვში, ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, ჰუმანიტარული მიზნებით. ასევე, მხარეებს ტყვეები და ცხედრები უნდა გაეცვალათ. 

თუმცა, ათსაათიანი მოლაპარაკების მიმდინარეობის დროსაც ორივე ქვეყნის მხრიდან ისმოდა ურთიერთბრალდებები თავდასხმისა და დაბომბვების შესახებ. 


close დახურვა