logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა ბრიტანეთს, EU-ს, უკრაინას და NATO-ს აქვს

12 ოქტ 202016:56
3 წუთის საკითხავი
clock 1891
kvleva 24

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნებისა და გარეთიანებებიდან საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ბრიტანეთს, ევროკავშირს, უკრაინას და NATO-ს აქვს. ყველაზე ნაკლები - რუსეთს.

უფრო კონკრეტულად:

90% დიდ ბრიტანეთს ენდობა; 

86% ენდობა ევროკავშირს; 

84% - უკრაინას; 

83% - ჩრიდილო-ატლანტიკურ ალიანსს (NATO);

81% - აშშ; 

80% - ისრაელი; 

62% - აზერბაიჯანი; 

60% - თურქეთი; 

56% - სომხეთი; 

47% - ირანი; 

32% - რუსეთი; 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია


close დახურვა