logo
ENG



მარინა ენდელაძე: ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა

18 ოქტ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საგანგაშოა.

„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზულია“,-განაცხადა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა - 233 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 9 888 PCR ტესტირება ჩატარდა.


close დახურვა