პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდგინდა.
მისი თქმით, ახლა თვითიზოლაციაშია.
"ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით", - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეების საფრთხეში არიან და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავრობას ეკისრება.
"ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.“ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით",-ამბობს ხაზარაძე.