
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, ნოემბრიდან 9 მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ფრენები აღდგება ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცესა და მილანის მიმართულებით.
მისი თქმით, კონკრეტულად რომელ რიცხვში აღდგება კონკრეტულ მიმართულებაზე ფრენა და რა სიხშირით იქნება, ეს ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება სამ მიმართულებს, პარიზს, მიუნხენსა და რიგას, სადაც მიმოსვლა უკვე აღდგენილია, თურნავას განმარტებით, ავიაკომპანიები შეძლებენ სიხშირეების გაზრდას.