logo

აშშ-ში კოვიდ ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო პრეპარატად რემდესივირს გამოიყენებენ

23 ოქტ 202011:11
3 წუთის საკითხავი
clock 6 clock 485

შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდით  ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში სამკურნალოდ, პრეპარატი რემდესივირი დაამტკიცა. 

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ცნობით, ვეკლურიმ (რემდესივირმა) კლინიკური გამოკვლევების დროს გამოჯანმრთელების დრო საშუალოდ ხუთი დღით შეამცირა.

ირკვევა, რომ რემდესივირს 12 და უფრო მეტი წლოვანების პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ, რომელთა წონა, სულ მცირე, 40 კილოგრამია.

ამ გადაწყვეტილებას სამი ფართომასშტაბიანი კვლევა უძღოდა წინ, რომლებშიც მსუბუქი და მძიმე კოვიდპაციენტები მონაწილეობდნენ.

შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ პრეპარატი რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის მაისში დაამტკიცა.



close დახურვა