პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბლაჟე სპიჩალსკიმ Twitter-ზე დაწერა.
მისი თქმით, დუდა თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო პერსონალთან მუდმივ კონტაქტზეა.
პრეზიდენტთან კონტაქტის გამო თავად ბლაჟე სპიჩალსკი კარანტინში გადავიდა.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში სულ კორონავირუსის 228,318 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 4 172 ადამიანი.