logo
ENG



ტრამპი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხებას ულოცავს

26 ოქტ 202002:55
3 წუთის საკითხავი
clock 631
ტრამპი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. 

პრეზიდენტი ორი ქვეყნის ლიდერს მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს და წერს, რომ ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება. ის ასევე მადლობას უხდის მის გუნდს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 24 ოქტომბერს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შესრულებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 26 ოქტომბერს, დილის 8 საათზე შევა. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 

მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს, მოსკოვში სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაირღვა. 

ორივე მხარე შეთანხმების დარღვევასა და კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.


close დახურვა