logo
ENG



კალაძე: ჯაჭვლიანთან არანაირი საქმე არ მაქვს, არც მქონია არასდროს და არც მექნება მომავალში

26 ოქტ 202014:21
3 წუთის საკითხავი
clock 5495

თბილისის მერის, კახა კალაძის, მტკიცებით, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის, განცხადება, თითქოს კალაძის ცოლისძმა მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, სიცრუეა. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, ჯაჭვლიანთან შეხვედრას არ აპირებს.

"ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება და არ ვიცი, ამ სიბინძურესთან დაკავშირებით, რასაც ეს ადამაინი ეწევა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მას ჩემთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა ამ გამოსვლების და რაღაც ცილისწამების ხარჯზე მე ნამდვილად არ ვაპირებ მასთან შეხვედრას, არანაირი საქმე არ მაქვს, არც მქონია არასდროს და არც მექნება მომავალში", - განაცხადა კალაძემ.

სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ კახა კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე ერთი ადამიანის პირით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.


close დახურვა