logo
ENG



ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას ₾42 მლნ-ით ამცირებს

27 ოქტ 202012:22
3 წუთის საკითხავი
clock 1462
8ctd7nlb8ce2dk8.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. დოკუმენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტია მიმოხილული. 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2021 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას 42 მლნ ლარით შეამცირებს. პროგრამისთვის 760 მლნ ლარია გამოყოფილი. 

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 795 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

"გასული წლების და მიმდინარე წლის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. სამინისტრომ ან 2021 წლისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების  შეზღუდვა მოუწევს", - ვკთხულობთ ანგარიშში. 

აღსანიშნავია, რომ განხილული დოკუმენტი ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.

"ვინაიდან „კორონავირუსული” პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს", - ვკითხულობთ TI-ის ანგარიშში. 


close დახურვა