logo
ENG



უგულავა: 15-20 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

30 ოქტ 202013:14
3 წუთის საკითხავი
clock 888

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 15-20 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

უგულავას თქმით, მეორე ტურში ძირითადად ქართული ოცნების კანდიდატები გავლენ, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, აქ მრავალფეროვნება იქნება.

"მაჟორიტარების ურბანულ სივრცეებში ძირითადად მეორე ტურები იქნება. 30-დან, ალბათ, მინიმუმ 15-20-ში იქნება მეორე ტური. ჩემი ვარაუდით, ზუგდიდშიც იქნება მეორე ტური და მე ვიქნები მეორე ტურში, სამწუხაროდ, ქართული ოცნების კანდიდატთან. მეორე ტურებში კანდიდატები ძირითადად იქნებიან იქითა მხრიდან ქართული ოცნებიდან და რაც შეეხება ოპოზიციას, აქ იქნება მრავალფეროვნება. ცხადია, მეტი შეიძლება იყო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები, მაგრამ ეს არ იქნება ყველა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. შესაბამისად, ხელისუფლების პროპაგანდა, რომ მეორე ტურებში მარტო ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არასწორია", - განაცხადა უგულავამ.

თუმცა, ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მთავარი ბრძოლა გაიმართება 31 ოქტომბერს და მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს ოპოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ჭაობისთვისაა განწირული.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. 150 დეპუტატიდან 120-ს მოსახლეობა პროპორციული სააარჩევნო სისტემით აირჩევს, ხოლო 30-ს მაჟორიტარულით.

 

 


close დახურვა