logo
ENG



გახარია: კიკაბიძის ასაკის ადამიანს იქ რომ ამღერებ, ემოციურ დარტყმას აყენებ, ენმ-ის ხელწერაა

30 ოქტ 202014:40
3 წუთის საკითხავი
clock 682
bx587yj8x008fp0.jpg

პრემიერი გიორგი გახარია 29 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის  შეკრებაზე ბუბა კიკაბიძის მიერ ნამღერ თბილისოს "ქვეცნობიერით" ხსნის და ამბობს, რომ "ადამიანურად წყდება გული" ამ ასაკის ადამიანის "ემოციური დარტყმის ქვეშ დაყენების" გამო.

ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე PosTV-ის ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომრის "თბილისო" გზავნილი კრემლთან".

"ქვეცნობიერია - სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მყოფმა რომელიმე ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა. ამბავი რომ ატყდა, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი. დარწმუნებული ვარ ამაში.

უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული. 

უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული ... ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ადამიანი ასაკშია. ეს არის ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს. ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს და ამღერებ, ასეთი ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ. წლების განმავლობაში, რაც სიყვარული დაუმსახურებია, აი ამ ერთ საღამოში ..." - თქვა გიორგი გახარიამ.

ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, პარტიის სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა. მოგვიანებით პარტიის წევრებმა თქვეს, რომ ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია.


close დახურვა