logo
ENG



ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატს ფიზიკურად გაუსწორდნენ

31 ოქტ 202015:25
3 წუთის საკითხავი
clock 568

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

კიკვაძის თქმით, ფიზიკურ გარჩევაში დაახლოებით 30-მდე პირი მონაწილეობდა.

ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ 37-ე უბნიდან მოსდიოდათ ინფორმაცია, რომ კენჭისყრა დარღვევებით მიმდინარეობდა და საარჩევნო უბანთან შეკრებილი ადამიანები, საზოგადოებაზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატის, ირაკლი კიკვიძეს ადგილზე მისვლის შემდეგ, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები არიან.

"ჩვენმა წარმომადგენელმა არაერთხელ შეგვატყობინა, რომ პრობლემები ექმნებოდა უბანზე. გარდა უბანზე არსებული დარღვევებისა, გარეთ ჰქონდათ ე.წ. ძველ ბიჭებს. ამოვედი, რომ გამერკვია და როდესაც ვსაუბრობდით, მოვიდა მათი წარმომადგენელი და საუბარში ჩაგვეჭრა", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი კიკვაძე ტყუის და მან თავად მოაწყო საარჩევნო უბანთან დაპირისპირება.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა