logo
ENG



ჩუგოშვილი: პირდაპირ ეთერში ჩანდა არა ერთი დანაშაული, სამართალდამცველების რეაგირება არა

31 ოქტ 202016:42
3 წუთის საკითხავი
clock 893
wd0uw22xtzj24jp.jpg

ქართული ოცნების ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი Facebook-ზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პირდაპირ ეთერში ჩანდა რამდენიმე სისხლის სამართლის ფაქტი, რასაც სამართალდამცველების რეაგირება არ მოჰყოლია.

"ტვ პირველზე ამ წუთებში პირდაპირ ეთერში ჩანდა არა ერთი, არამედ, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი. რაც არ ჩანს, ეს არის სამართალდამცველების რეაგირება ამ დანაშაულზე. ასე არ შეიძლება!", - წერს ჩუგოშვილი.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა