logo
ENG



აქტივობა 20:00 საათზე: 2020 - 56.11%; 2016 - 51.63%; 2012 - 60.8%

31 ოქტ 202022:08
3 წუთის საკითხავი
clock 3927
2y8n3rbwomtxxqd.jpg

ცესკოს განცხადებით, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო.

ხმა მისცა 1 970 540-მა ადამიანმა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 51.63% იყო. ხმა მისცა 1 814 276-მა ადამიანმა. 

ყველაზე მაღალი აქტივობა იყო მე-19 - ამბროლაური/ონი/ცაგერი/ლენტეხი/მესტიის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 63,8%, ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლის რეგიონში - 51%; 2012 წელს - 60.8%. ხმა მისცა 2 197 243-მა ადამიანმა. 

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, იმ ამომრჩველებს, რომლებიც 20:00 საათისთვის რიგში იდგნენ, მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. 

***

17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 45.77% იყო. 

ხმა მისცა 1 607 530-მა ადამიანმა. 

*** 

15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 36.45%-მა მიიღო. ხმა 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა

***

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო, ხმა 681 583-მა ადამიანმა მისცა. 

დილის 10:00 საათზე - 8,33%, ანუ 292 587 ამომრჩეველი. 

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა