logo
ENG



მელია: ვაპირებ, პირადად დავურეკო ირაკლი კობახიძეს, იმედია მიპასუხებთ, ბატონო ირაკლი

31 ოქტ 202021:11
3 წუთის საკითხავი
 
jk2q6chniiljfak.png

ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას ეჭვი არ ეპარება, რომ ქართული ოცნება დამარცხდა. 

საარჩევნო უბნების და ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ თქვა: 

"გამომდინარე იქიდან, რომ 35% ჯამური თბილისში აქვს ნაციონალურ მოძრაობას და დამარცხდა ოცნება, მე როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე ეს არის 50% ამაში ეჭვი არ მეპარება, წინასწარი მონაცემებით გლდანი ოპოზიციამ უპირობოდ გაიმარჯვა პირველ ტურში, ქართულმა ოცნებამ თვალი გაუსწორა რეალობას" - თქვა მან. 

მთავარი არხის ჟურნალისტმა მელიას ასევე ჰკითხა, რას იტყოდა ახლა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ის პოლიტიკიდან წავა, თუ ნიკა მელია, გიორგი ბოტკოველი და ლევან ხაბეიშვილი არჩევნებს მოიგენენ. 

მელიამ უპასუხა: 

"მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი. პირადად ვაპირებ დაკავშირებას კობახიძესთან და იმედია, ბატონო ირაკლი, მიპასუხებთ. 

არ დაგიმალავთ, ძალიან ვინერვიულე. შეგნებულად არ გავსულვარ შტაბიდან, რომ პროვოკაციაში არ დავედანაშაულებინე ქართული ოცნების რომელიმე ზნედაცემულ წევრს". -თქვა მან. 

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. 

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა: 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია N5 - 28%; ევროპული საქართველო N2 - 5%; გირჩი N36 - 3%; ლელო N56 - 3%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 2%; პატრიოტთა ალიანსი N8 - 2%; ლეიბორისტული პარტია N10  - 1%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24 - 1%; სხვა პარტიები - 9%; უარი პასუხზე - 60%; Edison Research-ის ეგზიტპოლი 16:00 საათის მონაცემებს ასახავს.;

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტის 150 მანდატიდან 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება. დანარჩენ 30 მანდატს გამარჯვებული მაჟორიტარები შეავსებენ. 

მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა