logo
ENG



აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

01 ნოე 202021:57
3 წუთის საკითხავი
 
f2pxfu734d8gpdx.jpg

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნიჟარაძე თვითიზოლაციაში იმყოფება და ოჯახის ექიმის დახმარებით, მკურნალობას სახლში განაგრძობს. 

დღეს, 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია. როგორც პრემიერი განმარტავს,  მის თანამშრომელს, რომელთანაც მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 413 პირი. 

მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

კორონავირუსის ახალი 1 791 შემთხვევიდან, 532 თბილისში გამოვლინდა, 369 - აჭარაში, 392 კი იმერეთში.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 40 727 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 25 104, გარდაიცვალა - 335. 


close დახურვა