logo
ENG



38 უნივერსიტეტის რექტორი: მიუღებელია, რომ ლექტორები უარს ამბობენ მოვალეობის შესრულებაზე

14 მაი 202411:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/dxm9mixxtawckd3.png

საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორი, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.

რუსული კანონის განხილვის გამო 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი გაიფიცნენ და უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე. 13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

რექტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც იმეორებს წყაროს მიერ მოწოდებულ ტექსტს, ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს, ამას კი ისინი "სტუდენტების ინტერესების" დაცვის მოტივით ხსნიან.

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ

19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

23. კავკასიის უნივერსიტეტი

24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი

31. ევროპის უნივერსიტეტი

32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

33. თბილისის თავისუფალი აკადემია

34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი

36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

წყაროს ცნობით, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ "საგანმანათლებლო სივრცე დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან" - უწყება რექტორებისგან ამ განცხადებაზე ხელის მოწერას ითხოვს.

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ტექსტში წერია, რომ უნივერსიტეტებისთვის "კატეგორიულად მიუღებელია მათი სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება".

დღეს რექტორების მიერ გავრცელებული განცხადება წყაროს მიერ მოწოდებული განცხადების ტექსტს თითქმის იდენტურია. 


close დახურვა