
საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევიდან 1 060 თბილისში გამოვლინდა, 461 აჭარაში, 340 კი იმერეთში.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- იმერეთი - 340
- ქვემო ქართლი - 181,
- შიდა ქართლი - 199,
- გურია - 68,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 369,
- კახეთი - 94,
- მცხეთა-მთიანეთი - 78
- სამცხე-ჯავახეთი - 45,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 6.
დღეს, 8 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 799 ადამიანი, გარდაიცვალა - 34.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 57 753 შემთხევვაა გამოვლენილი, მათ შორის 42 572 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.