logo
ENG



ფაშინიანი: ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ხელი მოვაწერე

10 ნოე 202002:06
3 წუთის საკითხავი
clock 4562
2020/11/10/uzbabcbm9a0rrqy.jpeg

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.

მისი თქმით, "განცხადების ტექსტი წარმოუდგენლად მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის".

ფაშინიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იმ ადამიანების შეფასების საფუძველზე მიიღო, რომლებიც ვითარებას საუკეთესოდ იცნობენ.

"მუხლმოდრეკილი ვარ ჩვენი მსხვერპლის წინაშე, ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცის, გენერლისა და მოხალისის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით. და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი დგას. გაუმარჯოს სომხეთს. გაუმარჯობს არცახს", - წერს ფაშინიანი.

აზერბაიჯანულმა მხარემ 8 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიულ ქალაქზე, შუშაზე კონტროლი დაამყარეს. გარდა ამისა, მანამდე მათ კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე.

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.


close დახურვა