საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 117-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 638 ადამიანი, 45 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 1 202;
- აჭარაში - 469;
- იმერეთში - 302;
- ქვემო ქართლში - 259;
- შიდა ქართლში - 173;
- გურიაში - 61;
- სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355;
- კახეთში - 117;
- მცხეთა-მთიანეთში - 86;
- სამცხე-ჯავახეთში - 65;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 16 219 აქტიური ინფიცირების შემთხვევაა. 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში - 378, აჭარაში - 137, იმერეთში - 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში - 132, აჭარაში - 117, იმერეთში - 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ სასტუმროში, მათ შორის, 1 607 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 222 - იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში - 32.
ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 206 pcr ტესტი ჩატარდა.