logo
ENG



3 პაციენტი დატოვებს დღეს კლინიკას, განიკურნა მათ შორის ორსულიც - რატიანი

16 აპრ 202011:40
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის ერთი ორსულია. 

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომაროებას, 9 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო დანარჩენი პაციენტები სტაბილურად არიან. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 97 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებული არის 78. რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს 9 პაციენტი. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან სხვადასხვა განყოფილებაში. 78 პაციენტიდან 47 შემთხვევაში დასტურდება მწვავე პნევმონია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დრეს ჩვენი კლინიკიდან იწერება მეორე კოვიდინფიცირებული ორსული. აქედან გამომდინარე დამატებითი კვლევის შედეგად ჩვენს კლინიკაში 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ჯამში 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ახალშობილებს, არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდ-19. ესენი ყველა დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას", - განაცხადა რატიანმა.  


close დახურვა