logo
ENG



ჯაფარიძე: სააკაშვილის პათოსი მისივე პარტიის წევრების უპატივცემულობაცაა

21 სექ 202013:50
3 წუთის საკითხავი
 

არჩევანი მიშა-ბიძინას შორის კი არ არის გასაკეთებელი, არამედ, ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, სადაც ვერავინ ვეღარ შეძლებს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილი იქნება თუ არა პრემიერი. თუ ვერავინ ვერ შეძლებს ძალაუფლების კონცენტრირებას, ყველაფერზე შევთანხმდებით, მათ შორის, პრემიერი ვინ უნდა იყოს.

როცა ამაზე გვაქვს მოლაპარაკებები, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან, კონკრეტულ შეთანხმებებს ვაწერთ ხელს, მერე სააკაშვილი გამოდის და სრულიად სხვა პათოსით, რომ ეს ყველაფერი არაფერია და ვიღაცა პარტუკები რაღაცას აკეთებენ, მე ვარ აქ ყველაფერი და ჩემთანაა ასოცირებული, მე უნდა მოვიგო ბიძინას და მე უნდა მოვიდე, მარტო ჩემი და გირჩიის უპატივცემულობა კი არაა, მისივე პარტიის წევრების უპატივცემულობაა, რომლებიც ჩვენ გველაპარაკებიან. 


close დახურვა