logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 864 პირის მდგომარეობა მძიმეა - 386 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

22 ნოე 202011:30
3 წუთის საკითხავი
clock 1203
კორონავირუსით ინფიცირებული 864 პირის მდგომარეობა მძიმეა - 386 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 864 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 386 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 091 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 6 189 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

დღეს, 22 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 49.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 104 732  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 85 639 გამოჯანმრთელდა, 976 კი გარდაიცვალა.


close დახურვა