ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას რეალურად არა არჩევნები, არამედ "ჯახი" აინტერესებს.
"ოპოზიცია რასაც საუბრობს, ეს არ არის რეალობასთან არანაირ კავშირში და მათ განცხადებებს ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია. პარლამენტის ბოიკოტირება, თუნდაც საგანგებო მნიშვნელობის საკითხების განხილვისას, თუნდაც საარჩევნო კოდექსის განხილვისას, არის მანიშნებელი იმისა, რომ ამათ არჩევნები და რაიმე შეთანხმება არ აინტერესებთ. უფრო მეტიც, ჩნდება ეჭვი, რომ საერთოდ არც არჩევნები, რიგგარეშეც რომ დაინიშნოს, ვირტუალურად რომ ვთქვათ, არც ის აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ ჯახი", - თქვა ვოლსკიმ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არ აღიარებს შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
