logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 10 031 ტესტი

25 ნოე 202010:27
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 10 031 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 071-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 366 ადამიანი, 34 კი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 314 შემთხვევა;
  • აჭარა - 523;
  • იმერეთი - 264;
  • ქვემო ქართლი - 104;
  • შიდა ქართლი - 44;
  • გურია - 106;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232;
  • კახეთი - 214;
  • მცხეთა-მთიანეთი - 165;
  • სამცხე-ჯავახეთი - 84;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში,  2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში - 4 951.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889-ს შეადგენს. აქედან 95 581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 031 pcr ტესტი ჩატარდა.


close დახურვა