logo
ENG



ცქიტიშვილი: არ შევეხებით მშენებლობას, წარმოებას, საქმიანობებს, სადაც მობილობა არაა მაღალი

25 ნოე 202023:41
3 წუთის საკითხავი
clock 3487
2020/11/26/tbqf3mb8khedm33.jpeg

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვებს გაზაფხულთან შედარებით უფრო ნაკლებ სფეროებზე დააწესებენ. ამაზე მან იმედის გადაცემა "ღია ეთერში" ისაუბრა. მანვე დაადასტურა, რომ შეზღუდვები არ შეეხება მშენებლობასა და წარმოებას. ასევე, ისეთ სფეროებს, სადაც მობილობა მაღალი არ არის. 

"ამ ეტაპზე შეზღუდვები კიდევ უფრო ნაკლებ სფეროს შეეხება, გაზაფხულისგან განსხვავებით, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ არეალებში, დიდ ქალაქებში ამოქმედდება შეზღუდვები. 

ამ ეტაპზე არ ვეხებით მშენებლობას - არც სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს, არც კერძო სამშენელო საქმიანობას. არ ვეხებით წარმოებას და არანაირი სახის წარმოების შეჩერება არ იგულისხმება. ასევე, რა თქმა უნდა, არ შევეხებით იმ საქმიანობებს, სადაც ბევრად უფრო კარგად ხდება წესების დაცვა, მეორეს მხრივ, სადაც უფრო მარტივია წესების დაცვა და მობილობაც არაა იმდენად მაღალი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესების მხრივ, კონცენტრირებული იქნებიან სარესტორნო სფეროსა და სავაჭრო ობიექტებზე. 

შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.

საქართველოში 25 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა