ფორმულა ნიუსის წყაროზე დაყრდნობით, შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბერს დაიწყება, მომავალ წელსაც გაგრძელდება. გადაადგილებაზე შეზღუდვა ერთი საათით გადმოიწევს და 22 საათის მაგივრად 21 საათიდან დაწესდება. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე აიკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სურსათის, სილამაზის და სპა სალონების გარდა დაიკეტება ყველა სხვა დაწესებულება, მათ შორის ბაზრობები, სამშენებლო მაღაზიები, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები. დაკეტილი ობიექტები დროებით გაიხსნება 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე. საჯარო სამსახური 3 იანვრამდე მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავა. რაც შეეხებათ კერძო ოფისებს, 28 ნოემბრიდან ისინიც დისტანციურზე გადავლენ, თუმცა ვისაც აუცილებლობა ექნება დასაქმებულები ოფისში ამუშაოს, სამუშაო დღე 15:00 საათზე უნდა დაასრულოს. დისტანციურ რეჟიმზე მოუწევთ სწავლის გაგრძელება სკოლაში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში. 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ნაწილი შეზღუდვებისა შემსუბუქდება, თუმცა შემდგომ ისევ განახლდება. ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, სწორედ ასეთი სახის შეზღუდვები იქნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. რაზე შეჯერდება მთავრობა და შეზღუდვების რა ვარიანტს წარადგენს, ოფიცილაურად რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
შეზღუდვები და გადაადგილების აკრძალვა, რომელიც ქვეყანაში 2 თვეს გასტანს - ფორმულა ნიუსის ინფორმაცია
26 ნოე 202010:33
3 წუთის საკითხავი
