logo
ENG



გახარია: თვითდასაქმებულებს სესხის გადავადებაში მივეხმარებით

26 ნოე 202015:23
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/26/eo0s13bkr5tma6u.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა თვითდასაქმებულებს საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება.

"ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს ამ სექტორიდან [თვითდასაქმებულები], ვისაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში", - განაცხადა გახარიამ.

"მიხმარების" დეტალები - ვადები ან ფორმები - ჯერჯერობით უცნობია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა თვითდასაქმებულების სოციალური დახმარების პაკეტებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეები ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ, ხოლო ისინი, ვინც სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა