logo
ENG



ამბები, რომლებიც 28 ნოემბერს უნდა იცოდე

28 ნოე 202011:16
3 წუთის საკითხავი
clock 1934
2020/11/28/a3952ovh1armni0.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 28 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

2-თვიანი ლოქდაუნი ამოქმედებულია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 26 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში 2-თვიანი ლოქდაუნი ამოქმედდა.

გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები, შეზღუდულია საქალაქთაშორისო მიმოსვლაც

ვრცლად შეზღუდვების შესახებ:

ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. გადაადგილება და ტრანსპორტი გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ისევე როგორც, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა კვლავ აღდგება.


 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 და გარდაიცვალა 34 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხმა 127 942-ს მიაღწია. აქედან 106 328 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 195 კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 62 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 42,8  მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1.4 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 105 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

Pfizer/BioNTech-ის ერთობლივი ვაქცინა

THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში საავადმყოფოები კორონავირუსის ვაქცინას 10 დღეში, 7 დეკემბერს მიიღებენ.

გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ თავდაპირველად ვაქცინას მედიკოსები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი იუწყება, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავიორუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია და მას არ აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. კომპანია ინფორმაციას კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის სრული შედეგების საფუძველზე ავრცელებს.

 

როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი დღეს


close დახურვა