logo
ENG



შსს Reformerfitness-ზე: დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

29 ნოე 202020:28
3 წუთის საკითხავი
clock 1770

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც მან ფორმულას ფიტნესკლუბთან განუცხადა, დაწყებულია გამოძიება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული მასალებიდან გამომდინარე, დაწყებულია გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებს ის.

შსს-ს ცნობით, დარბაზთან ერთი მოქალაქე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ის მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ფიტნესკლუბში, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებს, უკვე საათზე მეტია პოლიციაა შესული. მათ თავდაპირველად შენობიდან ხალხი გაიყვანეს, შემდეგ კი სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს. 


close დახურვა