Reformerfitness-ში, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა.
მისი თქმით, ეს ობიექტი მან დღეს ბინად იქარავა, შესაბამისად, "პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს, რადგან მისი სახლია".
"კერძო საკუთრებაა, ბინაა და გთხოვთ, დატოვოთ. ეს ჩემი ბინაა. შუადღეზე ვიქირავე და აქ ვცხოვრობ, შემიძლია გაჩვენოთ ზეპირი ხელშეკრულება. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ", - მიმართა ჯაფარიძემ სამართალდამცველებს, რაზეც მათ უპასუხეს, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ჯაფარიძემ პოლიციას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ფიტნესკლუბი მან ბინად იქირავა და იქ ყოფნის უფლება არ აქვთ, ხოლო თუ შპს-სთან აქვთ პრეტენზია, მათთან წავიდნენ.
ამ წუთებში შენობაში კვლავ რჩებიან სამართალდაცველები. ისინი საათზე მეტხანს ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. მათ ჯერ შენობიდან ხალხი გაიყვანეს, შემდეგ კი სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს.
ფიტნესკლუბი შეზღუდვებს არ ემორჩილება და მიუხედავად დაჯარიმებისა, ფუნქციონირებას აგრძელებს. დღეს ობიექტი ჯაფარიძემ ბინად იქირავა.