logo
ENG



"დახმარება არ მიმიღია, 84 კგ ვიყავი, 64 ვარ",- რუსთავში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს

30 ნოე 202014:06
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/9rrr23wp3h1rzqm.png

რუსთაველმა გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს და ვაჭრობა განაახლეს. მათ კორონავირუსის პანდემიის გამო მუშაობა აეკრძალათ, თუმცა, როგორც ამბობენ, სხვა შემოსავალი არ აქვთ, შესაბამისად, გარევაჭრობაზე უარს ვერ იტყვიან. 

ერთ-ერთმა მათგანმა ფორმულას უთხრა, რომ რუსთავი მერმა მათ მუშაობის ნების დართვის პირობა მისცა. 

"ერთი მეტრის დისტანციით დასხედით და იმუშავეთო. საღამოს კიდევ მოვა და გავიგებთ, რა იქნება". - თქვა ქალმა. 

მისივე თქმით, გარევაჭრობით მიღებული თანხა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამასთან, ხელისუფლებისგან კი დახმარებას ვერც ახლა მიიღებს და არც გაზაფხულზე მიუღია. 

"84 კილო ვიყავი და 64 გავხდი. სხვა რა ვთქვა აბა". - უთხრა მან ფორმულას ჟურნალისტს. 


close დახურვა