საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 759-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 574 ადამიანი, 36 კი გარდაიცვალა.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 1 595 შემთხვევა;
- აჭარა - 623;
- იმერეთი - 392;
- ქვემო ქართლი - 139;
- შიდა ქართლი - 127;
- გურია - 152;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 237;
- კახეთი - 253;
- მცხეთა-მთიანეთი - 126;
- სამცხე-ჯავახეთი - 72;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 20 454 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 744, აჭარაში - 997, იმერეთში - 1 256. მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 152, იმერეთში - 236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 56, იმერეთში - 44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243 - თბილისში, 1 920 - აჭარაში, 266 - იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-456, აჭარაში-1 039, ხოლო იმერეთში-35. თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 787 პირი, აჭარაში - 11 362, იმერეთში - 5 080.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს. აქედან 117 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303 გარდაიცვალა.