საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით სულ 1 303 ადამიანია გარდაცვლილი.
მათი ცნობით, 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ დადასტურებულია 139 343, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა.