logo
ENG



ვის და სად შეეძლება COVID-19-ის ანტიგენზე სწრაფი ტესტირება - მინისტრის მოადგილის განმარტება

03 დეკ 202012:50
3 წუთის საკითხავი
clock 993
ვის და სად შეეძლება COVID-19-ის ანტიგენზე სწრაფი ტესტირება - მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან, 3 დეკემბრიდან ანტიგენზე სწრაფი ტესტირების პროგრამა იწყება. მისი თქმით, თებერვლის ბოლომდე, დღეში ამ სახის 20 ათასამდე ტესტი ჩატარდება. 

ანტიგენზე სწრაფი ტესტირება შესაძლებელია: 

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში;
  • იმ დაწესებულებებში, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში.

თამარ გაბუნიას თქმით, ანტიგენზე ტესტის ჩატარება შეეძლება ყველას, ვინც ჩამოთვლილ დაწესებულებებს მიაკითხავს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. პაციენტი შეიძლება, ტესტირებაზე გამოცხადდეს ექიმის მიმართვით, ან თვითდინებით. 

"ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული და ვურჩიოთ მათ დარჩნენ სახლში. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია, შეზღუდვების პერიოდში და ეს გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა მივიღოთ სტაბილიზაციის შესაძლებლობა", - ამბობს მინისტრის მოადგილე და აზუსტებს, რომ დაახლოებით, 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება ჩატარდება, მთავარი აქცენტი კი იქნება დიდ ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი. 


close დახურვა