logo
ENG



ჯაფარიძე: ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მზად ვართ მოდერატორებს შევხვდეთ

03 დეკ 202016:57
3 წუთის საკითხავი
clock 435
ჯაფარიძე: ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მზად ვართ მოდერატორებს შევხვდეთ

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია მოდერატორებთან შეხვედრისთვის მზად არის.

როგორც ჯაფარიძემ პარტია ლელოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ცხარე კამათის მიუხედავად, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია ერთიანი პოზიციით მივა.

"ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება. სხვადასხვა ტიპის საკითხებზე ვსაუბრობდით, პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ, მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. მილიონი საკითხი განვიხილეთ, სხვადასხვა პარტიას, საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია!", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.


close დახურვა