logo
ENG



ბათუმში 54 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

08 დეკ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში 54 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში 54 წლის ექიმი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. იგი ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კლინიკა ბაუში მართვით სუნთქვაზე იყო.

კლინიკის წარმომადგენელმა ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ ექიმი 3 კვირის წინ შეიყვანეს მათთან ორმხრივი პნევმონიით, მალევე კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისივე ცნობით, ქალს რაიმე თანხმლები დაავადება არ ჰქონია. 

8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 4 673-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 893 ადამიანი, 36  კი გარდაიცვალა.


close დახურვა