logo
ENG



ელისაშვილი: რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა, არ შევდივარ პარლამენტში

08 დეკ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/kodl01yz2923k88.jpg

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდგომ აცხადებს, რომ, ცხარე კამათის ფონზე, მხარეებმა შეთანხმების ზოგიერთ პირობებზე წინ წაიწიეს, ზოგიერთზე კი პროცესი გაჩერებულია.

"რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა", - ამბობს ელისაშვილი და მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, - "რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი". 

ელისაშვილმა მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა, თითქოს პარტია მოქალაქეები პარლამენტში შესვლას გეგმავდა და თქვა, რომ დეზინფორმაციის ავტორებს პასუხს გასცემს.  

"არ შევდივარ პარლამენტში. არსად არ შევსულვარ და არსაიდან არ გამოვსულვარ და დილიდან რომ ამ ტუტუცებს ყიჟინა აქვთ დაცემული, რომ ფული ავიღე და გავიყიდე, სათითაოდ გავცემ მაგათ პასუხს", - ამბობს ელისაშვილი. 

მოქალაქეების ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე საჯაროდ საუბარი სურს, თუმცა ამბობს, რომ ელჩების დაჟინებული თხოვნის გამო თავის შეკავება უწევს. 

"ლამის ვეხვეწე ელჩებს, მოეცათ უფლება, რომ ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობთ. ერთი სული მაქვს, რომ ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი", - ამბობს ელისაშვილი, -"ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, რომ გთხოვთ არ მოყვეთ დეტალებიო". 


close დახურვა