logo
ENG



ენმ-ის ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

20 დეკ 202014:29
3 წუთის საკითხავი
clock 1013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

უცნობია, რა არის განხილვის საგანი. თუმცა, სავარაუდოდ, სხდომა ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარის საკითხს უკავშირდება. 

გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ განცხადება 15 დეკემბერს გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე ადწერა, რომ არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა." მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა". ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგებ. 


close დახურვა