logo
ENG



ცქიტიშვილი: ქვეყანა მასობრივად არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას, ამიტომ არ გვაქვს დასვენების დღე

22 დეკ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/22/7pqjtx2he2j9qku.jpg

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მართალია, შობას, 25 დეკემბრის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეეძლება, რელიგიურ მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. ცქიტიშვილმა კონფესიებს მოუწოდა, რომ ერთჯერადი საშვების მისაღებად, შესაბამის სამსახურებს მრევლის სია გადასცენ ან დარეკონ 144-ზე.

ვიცე-პრემიერის თქმით, შეზღუდვების მოქმედების პირველი ტალღის დროს, აღდგომის დღესასწაულზე, ადამიანებს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის პრობლემა არ ჰქონიათ.

"ჩვენ საქართველოში ყველანი აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას. ჩვენ, სამწუხაროდ, კათოლიკურ შობაზე დასვენების დღე არ გვაქვს. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღე. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ისევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 5 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.


close დახურვა